გაეროს უშიშროების საბჭო ირანის საკითხთან დაკავშრებით შეიკრიბა

გაეროს უშიშროების საბჭო ირანის საკითხთან დაკავშრებით შეიკრიბა

882792
გაეროს უშიშროების საბჭო ირანის საკითხთან დაკავშრებით შეიკრიბა

აშშ-ს ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭო, ირანის საკითხთან დაკავშრებით შეიკრიბა. საბჭოზე,  გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა  წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ირანის მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 79 ქალაქში ანტისამთავრობო აქციებს მართავს. მისივე თქმით რეპრესიული მთავრობების წინააღმდეგ სიცოცხლის ფასად გამოსული ირანის გამბედავი  ხალხი მსოფლიომ უნდა შეაქოს. ჰეილიმ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ირანმა სირიაში ასადის რეჟიმის დასახმარებლად დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხოლო იემენში, ჰუსიტებს უწევს დახმარებას და მათ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოსაყენებლად რაკეტებს აწვდის  რა,  სწორედ ამის გამო აპროტესტებს ხალხი მათ. „თავისუფლების მხარდამჭერი ქვეყნები, ირანელ ხალხსაც უჭერენ მხარს მაგრამ,  უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.   ამერიკა თავისუფლების, კეთილდღეობის და ღირსების მაძიებელ ირანელების გვერდითაა რა, ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩუმებას არ აპირებს,“ აღნიშნა ჰეილიმ.  გუშინდელ  სხდომაზე,  რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში,  ვასილი ნებენზიამ კი აშშ-ს, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერის საკითის გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანა მოითხოვა. მან  „მცდარი  მიზეზებით“ ირანის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო ამერიკა დაადანაშაულა. „დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ აშშ, გაეროს უშიშროების საბჭოს ბოროტად იყენებს. დაანებეთ თავი ირანმა საკუთარი პრობლემები თვითონვე მოაგვაროს. იმის ნაცვლად, რომ საბჭომ ავღანეთის, სირიის, ერაყის, ლიბიის, იემენის, ჩრდილოეთ კორეის და აფრიკის საკითხებით დაკავდეს,  ენერგიას უქმად ხარჯავს,“ განაცხადა ნებენზიამ. გაეროში გუშინ შეკრებილ საბჭოზე საფრანგეთის წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთაშორისო მშვიდობისათვის სახიფათო არ არის და ამ ქვეყნის მიმართ ნებისმიერი სახის ჩარევამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიღოს. ინგლისის წარმომადგენელმა კი საპროტესტო აქციების დროს დაღუპულებზე გაამახვილა ყურადღება და მხარეებს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები