ჰარირი, სამშაბათს ეწვევა ეგვიპტეს

განცხადებაში არ იყო არავითარი ინფორმაცია, თუ რომელი თემების განხილვა მოხდება და რამდენ ხანს გაგრძელდება ვიზიტი

850853
ჰარირი, სამშაბათს ეწვევა ეგვიპტეს

ინფორმაციით, საად ჰარირი, რომელიც გადადგა ლიბანის პრემიერ მინისტრობის თანამდებობიდან, ეწვევა კაიროს და შეხვდება ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულფეთთაჰ ეს-სისის.  

საად ჰარირის პრეს-სამსახურის წერილობით განცხადებაში არ იყო არავითარი ინფორმაცია, თუ რომელი თემების განხილვა მოხდება და რამდენ ხანს გაგრძელდება ვიზიტი.

ჰარირი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით, გუშინ მეუღლესთნ ერთად საუდის არაბეთიდან ეწვია პარიზს და შეხვდა მაკრონს. ელისეის სასახლეში მაკრონთან შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი ჰქონდა, რომ 22 ნოემბერს, ოთხშაბათს, ბეირუთს ეწვევა დამოუკიდებლობის ცერემონიალზე მონაწილეობის მიზნით.

ჰარირის, 4 ნოემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჰქონდა გავრცელებული განცხადება.



მსგავსი ინფორმაციები