თავდასხმა უკრაინელ დეპუტატზე

უკრაინაში, რადიკალური პარტიის დეპუტატ იგორ მოსიიჩუკზე თავდასხმა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა

834480
თავდასხმა უკრაინელ დეპუტატზე

უკრაინაში, რადიკალური პარტიის დეპუტატ იგორ მოსიიჩუკზე თავდასხმა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მოტოციკლეტზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით განხორციელებული თავდასხმის დროს თავად დეპუტატი კი დაიჭრა.

დეპუტატის Facebook-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „იგორ მოსიიჩუკზე თავდასხმა მოხდა. აფეთქება სატელევიზიო არხ Espresso-დან გამოსვლის დროს მოხდა. იგორ მოსიიჩუკი დაშავდა და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.“

კიევის პოლიციის პრესსპიკერმა ოქსანა ბლიშჩიკმა სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სატელევიზიო არხ Espresso-ს ახლოს მომხდარო აფეთქებისას დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

პირველადი მონაცემებით დაჭრილებიდან ერთი გზაში გარდაიცვალა, დანარჩენი სამის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.

 


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #დეპუტატი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები