საუდის არაბეთის მეფე მოსკოვში ჩავიდა

ეს არის ქვეყნის ისტორიაში მეფის პირველი ვიზიტი რუსეთში

820566
საუდის არაბეთის მეფე მოსკოვში ჩავიდა

რუსეთს პირველად ეწვია საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზი და ვნუკოვოს აეროპორტში ჩასულ სტუმარს ოფიციალური დახვედრა მოუწყეს რუსეთის ვიცე პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა.

საინტერესოა, რომ ეს ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საუდის არაბეთის მიერ სირიის ოპოზიციური ჯგუფების ერთად თავშეყრის მიზნით დაწყებულ ინიციატივას.

ამის პარალელურად რუსეთის და მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე უდიდესი ნავთობ ფირმის,  როსნეფტის ხელმძღვანელთაგან იგორ სეჩინმაც განაცხადა, რომ აპირებენ მონაწილეობის მიღებას საუდის არაბეთის ყველაზე უდიდესი ფირმის, არამკოს მხრიდან მომავალი წლისათვის დაგეგმილი აქციების რეალიზაციის  პროცესში.

სხვათა შორის, ეს ფირმები ახლოს თანამშრომლობენ როგორც  OPEC-ის წევრი, ასევე არა წევრი ქვეყნების მხრიდან ნავთობის ფასების რეგულაციებში.

მეფის ისტორიული ვიზიტი რუსეთში 3 დღეს გასტანს და მას პირისპირ შეხვედრებს მოუწყობენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი რა, ყურადღებას გაამახვილებენ როგორც ნავთობის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ კრიზისებზე.



მსგავსი ინფორმაციები