სუდანში რუსეთის ელჩი რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს

სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიას შირინსკი რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს

795649
სუდანში რუსეთის ელჩი რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს

სუდანში რუსეთის ელჩი მირგაიას შირინსკი რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შირინსკი სუდანის დედაქალაქ ხართუმში მდებარე ოფიციალურ რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს.  

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარდაცვლილი 62 წლის რუსი დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. იგი 2013 წლიდან ასრულებდა სუდანში ელჩის მოვალეობას, მანამდე კი ეგვიპტეში, იემენში, საუდის არაბეთში და რუანდაში მუშაობდა.

მომხდარი დაადასტურა სუდანის საგარეო საქმეთა სამინსიტრომაც. სამინისტროს პრესსპიკერის გარიბულა ალ ჰადარის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ელჩი მირგაიას შირინსკი ხართუმში მდებარე რეზიდენციაში გარდაიცვალა.

ჰადარიმ აღნიშნა, რომ სუდანმა რუსეთს ელჩის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და შირინსკი აქტიურად მუშაობდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებისათვის.


საკვანძო სიტყვები: #სუდანი , #რუსეთი , #ელჩი

მსგავსი ინფორმაციები