პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი ცნობილია

პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი ცნობილია

764374
პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი ცნობილია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და  აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა 7 ივლისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მაშინ განაცხადა, როდესაც მას პრესკონფერენციის დროს პუტინ-ტრამპის შეხვედრის თარიღის შესახებ კითხვა დაუსვეს. იმის შესახებ, რომ ტრამპსა და პუტინს შორის G20-ს სამიტის ფარგლებში პირისპირი შეხვედრა გაიმართებოდა, ადრე იყო ცნობილი. G-20-ს სამიტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 7-8 ივლისს უნდა გაიმართოს. ჰამბურგში, პუტინი ასევე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთანაც გამართავს პირისპირ შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები