გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა

მათ სირიის ქალაქ იდლიბში მომხდარზე ისაუბრეს

707057
გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა

გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭო სირიის ქალაქ იდლიბში მომხდარი ფაქტის შემდეგ, საფრანგეთის და ინგლისის მოწვევით საგანგებოდ შეიკრიბა. ინგლისის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მეთიუ რიკროფტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის მხრიდან უშიშროების საბჭოზე ვეტოს უფლების გამოყენება ასადს ათამამებს და სწორედ ამ ვეტოების შედეგია, რაც იდლიბში მოხდა. მისივე თქმით,  ქიმიური იარაღის გამოყენება ომის დანაშაულია და დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. „ასადი, რუსეთს მსოფლიოს თვალში რეპუტაციას ულახავს და ამცირებს. თუ რუსეთს მსოფლიოს წინაშე რეპუტაციის მოპოვება ახლიდან სურს,  მაშინ იდლიბში მომხდარი უნდა დაგმოს,“ განაცხადა  რიკროფტმა. მან ასევე რუსეთის ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულების შეუცვლელობის შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „მსოფლიო ჩვენ არაფრის გამკეთებელ დიპლომატებად აღგვიქვამს. რუსეთის უკომპრომისობის გამო არაფრის გაკეთების უფლება არ გვეძლევა. ამ საშინელი თავდასხმის წინააღმდეგ გადასადგმელი თქვენი ნაბიჯი რაა? ჩვენ კი გვქონდა ერთი გეგმა,  მაგრამ თქვენ ასადის დასაცავად იგი დაბლოკეთ,“ მიმართა რუსეთს. იდლიბის ფაქტთან დაკავშირებით საფრანგეთის წარმომადგენელმაც ასევე რუსეთს მოუწოდა, დაგმოს  უდანაშაულო ბავშვების და ქალების მკვლელობა.



მსგავსი ინფორმაციები