ალექსეი პეშკოვმა თურქეთის შესახებ განცხადება გააკეთა

ალექსეი პეშკოვმა თურქეთის შესახებ განცხადება გააკეთა

690472
ალექსეი პეშკოვმა თურქეთის შესახებ განცხადება გააკეთა

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ თურქეთი მათი ბუნებრივი პარტნიორია. ერთ ერთ რუსულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში პუშკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია. მან ასევე გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის რუსეთში განხორციელებულ ვიზიტზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ვიზიტის წარმატებულად ჩავლა მათთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. „ერდოღანს და პუტინს კარგი ურთიერთობები აქვთ.  თურქეთი სირიის ჩრდილოეთით ქურთული სახელმწიფოს შექმნაზე შეშფოთებას გამოთქვამს. სწორედ ამ საკითხების განსახილველად იყო ჩამოსული ერდოღანი მოსკოვში,“ აღნიშნა პეშკოვმა. მან ინტერვიუს დროს  თურქეთ რუსეთის დაახლოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ეკონომიკის, ასევე მრავალ საკითხებში თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები