სააპელაციო სასამართლომ ვიზის გაცემის აკრძალვის თაობაზე მიმართვა არ დააკმაყოფილა

აშშ-ში ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლების მუსლიმური 7 ქვეყნის მოქალაქეებისათვის ვიზის გაცემის აკრძალვის თაობაზე მიმართვა არ დააკმაყოფილა

669621
სააპელაციო სასამართლომ ვიზის გაცემის აკრძალვის თაობაზე მიმართვა არ დააკმაყოფილა

აშშ-ში ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლების მუსლიმური 7 ქვეყნის მოქალაქეებისათვის ვიზის გაცემის აკრძალვის თაობაზე მიმართვა არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ, მოსახლეობის დიდი ნაწილის მუსლიმური 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვის ტრამპის გადაწყვტილების გაუქმების თაობაზე ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანად ჩათვალა.

ამგვარად, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის „ვიზაც რომ ჰქონდეს“ აშშ-ში არ შეშვების და 90 დღის მანძილზე ვიზის არ მიცემის შემცველი გადაწყვეტილება შესრულებული არ იქნას.

ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ს ხელისუფლების აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის სასწრაფოდ შესვლის აკრძალვის განხორციელების მიზეზების თაობაზე არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

დონალდ ტრამპმა ამ გადაწყვეტილებაზე რეაქცია twitter-ზე გამოხატა და აღნიშნა: „სასამართლოში შევხვდებით, ჩვენი ერის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა“ და მიანიშნა, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გასააჩივრებს.

დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნულმა ნილ გორსაჩმა ტრამპის მიერ სასამართლოს მიმართ გამოთქმულ სიტყვებს „სამწუხარო“ უწოდა. უზენაესი სასმართლო ამჟამად 8 წევრისგან შედგება რომელთაგანაც 4 ლიბერალი და 4 კონსერვატორია.  

იმის გამო, რომ ნილ გორსაჩი სენატს ჯერ-ჯერობით არ დაუმტკიცებია, კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამიტომ უზენაეს სასამართლოში პროცესი ოთხის წინააღმდეგ ოთხი ხმით შესაძლოა გაიჭედოს.

ამავდროულად, ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა რობერტ ფერგიუსონმა ტრამპს მიმართა და მოუწოდა გააუქმოს მუსლიმური 7 ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილება.

მან აღნიშნა: „პრეზიდენტმა, ქვეყნის მასშტაბით ქაოსის გამომწვევი დაჩქარებულად დაწერილი სახიფათო გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა გააუქმოს. თუ ამაზე უარს იტყვით მას კონსტიტუციის წინაშე პასუხისმგებლად ისევ ჩავთვლით.“

ფერგიუსონის განცხადებით, პრეზიდენტის ჩათვლით კანონზე მაღლა არავინ დგას.



მსგავსი ინფორმაციები