სტამბოლის ტერაქტი მთელმა მსოფლიომ დაგმო

ჩეხმა პარლამენტარმა პკკ-ას საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა

628340
სტამბოლის ტერაქტი მთელმა მსოფლიომ დაგმო

გუშინწინ ღამეს პკკ-ას მიერ სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტს უდიდესი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპასა და მთელს მსოფლიოშიც. ამ უმოწყალო თავდასხმას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა ევროპარლამენტის ჩეხი წევრი ტომაშ ზდეჩოვსკიც და მოითხოვა ტერ ორგანიზაცია PKK-ს საქმიანობის აკრძალვა ევროპარლამენტში.

“PKK-ა ევროკავშირის ტერ ორგანიზაციათა სიაშია შეყვანილი, მაგრამ, მის წინააღმდეგ სანქციები არ ხორციელდება. ამის შემდეგ ტერორისტების მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ ტოლერანტობა. PKK და DEAŞ-ის ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, ხოლო ევროპარლამენტმა პკკ-ას საქმიანობა უნდა აკრძალოს კიდეც“, წერს ჩეხი პარლამენტარი და ამატებს, რომ შეიარაღებული გამოსვლებით და ტერაქტებით ქურთი სეპარატისტები ვერაფერს მიაღწევენ.

მანვე მიუსამძიმრა ტერაქტით დაღუპულების ოჯახებს და აღნიშნა: “მე კათოლიკე ვარ, მაგრამ, სტამბოლში დაღუპულები მუსლიმანები არიან. აქ მთავარი რწმენა არ არის, მთავარია, რომ ჩვენ ყველანი მშვიდობიანი მოქალაქეები ვართ და ვგმობთ ყველანაირ ტერორს“.

ჩეხი პარლამენტარის მხრიდან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ მესიჯს დადებითად გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ და ევროპულ ორგანიზაციებს მოუწოდათ, მათაც დაინახონ ის სინამდვილე და რეალობა, რაც დაინახა ტომაშ ზდეჩოვსკიმ, რადგან, სტამბოლური ტერაქტი არაფრით განსხვავდება პარიზში და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტებისგან და თუ იქ დაიგმო, ასევე უნდა დაიგმოს თურქეთში და ამასთან სოლიდარობა უნდა გამოიხატოს თურქი ხალხისადმი



მსგავსი ინფორმაციები