სომალიში აფეთქებას ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დანაღმული მანქანა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა

562665
სომალიში აფეთქებას ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში დანაღმული მანქანა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ ზონაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს სამხრეთ კედელს დანაღმული ავტომანქანა შეეჯახა.

სასტუმროში უსაფრთხოების საკითზე შეხვედრა იმართებოდა, რომელსაც მინისტრები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

აფეთქების შედეგად სასტუმროში, რომელმაც დიდი ზიანი განიცხადა, 50 ადამიანი დაშავდა, მათ შოროს მინისტრებიც.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდასთან კავშირში მყოფმა ტერორგანიზაცია აშ შაბაბმა აიღო.

მომხდართან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომელშიც დაგმობილია ტერაქტი და ასევე აღნიშნულია: „თურქეთი მეგობარი და მოძმე სომალელი ხალხის მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის ყველა სახის მხარდაჭერას მტკიცედ გააგრძელებს.“


საკვანძო სიტყვები: #სომალი , #ტერაქტი

მსგავსი ინფორმაციები