FETÖ/PDY-მ ინგლისელი დეპუტატი მოისყიდა

FETÖ/PDY-მ თურქეთში წევრებისაგან მოკრებილი თანხებით ინგლისელ დეპუტატს ედვარდ გარნერს თურქეთის საწინააღმდეგო ანგარიში დააწერინა.

542576
FETÖ/PDY-მ ინგლისელი დეპუტატი მოისყიდა

„ფეტულაჰის ტერორისტულმა ორგანიზაცია/პარალელურმა სახელმწიფო სტრუქტურამ (FETÖ/PDY) თურქეთში წევრებისაგან მოკრებილი თანხებით ინგლისელ დეპუტატს ედვარდ გარნერს თურქეთის საწინააღმდეგო ანგარიში დააწერინა.

 ინფორმაციას ინგლისში გამომავალი გაზეთი The Times-ი ავრცელებს.

გაზეთმა გამოავლინა, რომ დეპუტატ ედვარდ გარნერს ანგარიშისთვის, რომლის სახელწოდებაცაა „ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა თურქეთში“ და რომელშიც დეპუტატი თურქეტს აკრიტიკებს, FETÖ/PDY-მ 115 ათას 994 სტერლინგი გადაუხადა.

გაზეთის თანახმად, ანგარიშის მომზადება ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდმა მოითხოვა, რომლის საპატიო თავმჯდომარეც FETÖ/PDY-ს ლიდერი ფეტულა გიულენია.

ანგარიში, რომელშიც საუბარია თურქეთის FETÖ/PDY-სთან კავშირში მყოფ ორგანიზაციებთან ბრძოლაზე, სექტემბერში გამოქვეყნების შემდეგ იმ პერიოდის ინგლისის პრემიერს დევიდ კამერონსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ფილიპ ჰემმონდს გაუგზავნეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ედვარდ გარნერმა მარტში ინგლისის პარლამენტში თურქეთ-ევროკავშირის მიგრანტთა შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში „თურქეთის მთავრობის ადამიანის უფლებების და კანონის დარღვევის“ ბრალდებებზე ისაუბრა და ინგლისს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის გადახედვისაკენ მოუწოდა.

The Times-ის ცნობით, ანგარიშის დაწერაში გარნერთან ერთად ლორდთა პალატის წევრმა ჰერი ვულფმაც მიიღო მონაწილეობა.


საკვანძო სიტყვები: #FETÖ/PDY , #FETÖ , #დეპუტატი , #გაზეთი , #ანგარიში

მსგავსი ინფორმაციები