თავდასხმა პოლიციელებზე

ქაბულში მომხდარ თავდასხმას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა

521638
თავდასხმა პოლიციელებზე

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პოლიციელების ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის  შედეგად 40 ოფიცერი დაიღუპა და ასევე 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.   თავდასხმის ობიექტი ავტობუსი გახდა, რომელშიც პოლიციის აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ.

ქაბულში მომხდარ თავდასხმას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა რა, ავღანეთის მთავრობას, ხალხს და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობითი განცხადებაში ნათქვამია:  „ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ განხორციელებული ვერაგული თავდასხმა, მიზანს ვერასოდეს მიაღწევს. ჩვებ გვჯერა, რომ ავღანეთის მთავრობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. ამ თვალსაზრისით თურქეთი ავღანეთის მთავრობის გვერდითაა და ყოველთვის გააგრძელებს შესაბამისი დახმარების გაწევას.“



მსგავსი ინფორმაციები