breksit-ის ზეგავლენა ეკონომიკაზე

ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებამ უარყოფითი რეაქცია იქონია სავალუტო ბაზრებზე

517258
breksit-ის ზეგავლენა ეკონომიკაზე

 ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებამ უარყოფითი რეაქცია იქონია სავალუტო ბაზრებზე.

რეკორდული დაცემა ხდება სტერლინგში და მძიმე მდგომარეობაშია გლობალური ბაზრები. სტერლინგმა უცხოურ ვალიუტასთან მიმართებით, 1985 წლის აქეთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა.

ინგლისელების ევროკავშირისგან გამოყოფის გადაწყვეტილების დაკონკრეტების შემდეგ, ტოკიოდან ლონდონის და ჩიკაგოს ჩათვლით, სავალუტო ბაზრებზე მკვეთრ დაცემებს აქვს ადგილი.

მდგომარეობა დიდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის სავაჭრო მოცულობაზეც.

პრემიერ მინისტრს დავიდ კამერონს გამოთქმული ჰქონდა გაფრთხილება, რომ ევროკავშირიდან გასვლა, რეცესიას წარმოქმნის ქვეყნის ეკონომიკაში.

გარდა ამისა, რეფერენდუმის შემდეგ, საკამათოა თავად ქვეყნის პოლიტიკური მომავალიც.

შოტლანდიელმა პოლიტიკოსებმა, ამ რეზულტატის შემდეგ, უკვე მიანიშნეს, რომ შეეძლებათ დამოუკიდებლობისთვის, მეორე  რეფერენდუმზე წასვლა.   აქედან გამომდინარე როგორც ჩანს ინგლისის ევროკავშირიდან გასვლა, ხელს შეუწყობს რიგი ნეგატიური მოვლენების წარმოქმნას. გამოითქმება შეშფოთება, სიტუაციის, გლობალურ ეკონომიკაში დომინოს მსგავსი ეფექტის გამოწვევაზე.



მსგავსი ინფორმაციები