ობამა რაულ კასტრომ მიიღო

კუბის ლიდერმა ემბარგოს გაუქმება მოითხოვა

456055
ობამა რაულ კასტრომ მიიღო

ჰავანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბარაკ ობამა კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ რევოლუციის სასახლეში მიიღო და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განიხილეს.

ობამას თქმით მრავალ საკითხში აზრების განსხვავებულობის მიუხედავად ორი ქვეყნის მომავალს იმედიანად უყურებს. მისივე თქმით კუბისადმი ემბარგოს მთლიანად და დაჩქარებულად მოხსნას ეტაპობრივად ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების ამაღლებას დაუკავშირებენ.

რაულ კასტროს თქმით ისინი დიდ მნიშვნელობას აძლევენ და იცავენ ადამიანის უფლებებს და ორი ქვეყნის დაახლოებისთვის ყველანაირ ნაბიჯებს გადადგამენ.

“რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, ამაში ალბათ დიდი როლს შეასრულებს ვაშინგტონის მხრიდან კუბისადმი დაწესებული სავაჭრო ემბარგოს გაუქმება, ხოლო ამის პარალელურად ამერიკის მხრიდან გუანტანამოს ციხის გამოთავისუფლებას და ჩვენთვის გადმოცემას მოვითხოვთ“, აღნიშნა კასტრომ



მსგავსი ინფორმაციები