ნეთანიაჰუ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების განდევნას ფიქრ

ნეთანიაჰუ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების განდევნას ფიქრობს

400704
ნეთანიაჰუ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების განდევნას ფიქრ

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღმოსავლეთ იერუსალიმის ზოგიერთი დასახლებიდან 80 ათასი პალესტინელის განდევნას ფიქრობს. ისრაელის გაზეთ იედიოტ აჰრონოტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული საკითხი გასული კვირის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ნეთანიაჰუს მხრიდან იქნა დღის წესრიგში დაყენებული. ”აქ კანონები არ მოქმედებს, მათი იქ ცხოვრების უფლებების შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობა აუცილებელია” ნათქვამია მის განცხადებაში. ებრაელი მოსახლეობის მესჯიდი ალ-აქსას მიმართ განხორციელებული პოლიტიკა და მათ მიმართ პალესტინელების რეაგირებიდან გამომდინარე ორივე მხარეს შორის შეტაკებები გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე 50 პალესტინელი და 10 ებრაელი დაიღუპა. ისრაელი 1967 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ იერუსალიმის და დასავლეთ იორდანეს ოკუპაციას განაგრძობს. საერთაშორისო სამართალი კი ისრაელის ასეთ ქმედებებს დანაშაულად სცნობს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები