კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში არალეგალური გზები

კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ისკენდერ ჰუსიენმა, ევროკავშირში არალეგალური გზებით შესული კოსოვოელების დეპორტაცია მოითხოვა

217817
კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში არალეგალური გზები

კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ისკენდერ ჰუსიენმა, ევროკავშირში არალეგალური გზებით შესული კოსოვოელების დეპორტაცია მოითხოვა.

ჰუსეინმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს არ დააკმაყოფილონ ცხოვრების უკეთესი პირობებისათვის ევროპაში ემიგრირებული კოსოვოელების თავშესაფრის მოთხოვნა.

იანვრიდან დღემდე სერბეთის გავლით ევროპის ქვეყნებში ემიგრირებულ კოსოვოელთა რაოდენობამ სავარაუდოდ 50 ათასს მიაღწია.

ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა კოსოვოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევს და არალეგალური გზებით რეგისტრირებულ პირებს დეპორტაციას უკეთებენ და მათ ამ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.

კოსოვო რეგიონის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები