ეგვიპტე კვლავ აირია

გუშინდელ გამოსვლებს 16 კაცი ემსხვერპლა

197171
ეგვიპტე კვლავ აირია



ეგვიპტეში გუშინ 4 წელი შესრულდა მუბარაქის რეჟიმის დამამხობელი სახალხო აჯანყებიდან და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩები და მოედნები კვლავ დემონსტრანტებით გაივსო რა, სისხლიც ბლომად დაიღვარა და ზოგიერთი წყაროებით მთლიანობაში 16 კაცი დაიღუპა, მათ შორის 2 პოლიციელი.

ყველაზე მეტი, 9 კაცი კაიროს აღმოსავლეთში, მუსლიმან ძმებსა და პოლიციას შორის წარმოქმნილი შეტაკების დროს დაიღუპა და ძალოვანებმა დემონსტრანტების დასაშლელად აქ ცრემლსადენი გაზები და ტყვიის გრანულები გამოიყენეს.

ხელისუფლების განცხადებით გუშინ უსაფრთხოებას მთლიანობაში 230 ათასი პოლიციელი და ჯარისკაცი იცავდა.

როგორც ცნობილია ოთხი წლის წინ დაწყებული სახალხო მოძრაობა მუბარაქის რეჟიმის დამხობით დასრულდა, რომლის ადგილზე დემოკრატიული არჩევნების შედეგად მუსლიმანი ძმების კანდიდატი მუჰამმედ მურსი მოვიდა, მაგრამ გენერალ სისის სამხედრო ხუნტამ მურსი და მისი მხარდამჭერები დააპატიმრა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები