"Norman Atlantic"-ი ბრინდისში გადაიყვანეს

გემიდან ჯერ კიდევ ამოდის კვამლი

169649
"Norman Atlantic"-ი ბრინდისში გადაიყვანეს


5 დღის წინ ადრიატიკის ზღვაზე ხანძარმოდებული სამგზავრო გემი “Norman Atlantic“-ი, რომელზედაც 11 კაცი დაიღუპა, იტალიის პორტ ბრინდისში გადაიყვანეს.

5 დღის გასვლისა და ხანძრის მთლიანად ჩაქრობის მიუხედავად გემიდან კიდევ ამოდის კვამლი.

ტრაგედიის საბოლოო შედეგების შესახებაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

იტალიის ოფიციალური პირების განცხადებით მათ გადაარჩინეს 477 კაცი, ხოლო დაკარგულად ითვლება 98 მგზავრი.

ქალაქ ბარის პროკურატურის განცხადებით კი გემზე სულ 499 მგზავრი იმყოფებოდა და მათგან 11 დაიღუპა.

საბერძნეთის განცხადებით დაღუპულია 18 კაცი და დაკარგულია 9 ბერძენი მოქალაქე.

ამ გემზე 54 თურქი მოქალაქეც იყო და მათგან 1 დაიღუპა, 1 კი დაკარგულად ითვლება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები