ნიუ-პორტში ნატოს სამიტი დაიწყო

განიხილავენ აქტუალურ კრიზისულ საკითხებს

114470
ნიუ-პორტში ნატოს სამიტი დაიწყო



უელსის ქალაქ ნიუ-პორტში ნატოს სამიტმა საერთაშორისო კრიზისების გამწვავების ფონზე დაიწყო, თუმცა იგი აქამდე ჩატარებულ სამიტებს შორის ყველაზე ფართო წარმომადგენლობიანად ითვლება, რადგან მის წევრ 28 ქვეყანასთან ერთად მასში მონაწილეობას იღებს კიდევ 27 ქვეყნის და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიც.

სამიტი შესავალი სიტყვით გახსნა მასპინძელმა ინგლისის პრემიერმა დავიდ კამერონმა და ყურადღება გაამახვილა უკრაინაში, ერაყში და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე და თქვა, რომ სანამ ერაყში ახალი მთავრობა არ შეიქმნება, მანამდე ინგლისი არ ჩაერთვება IŞİD-ის წინააღმდეგ დაწყებულ საჰაერო ოპერაციებში, ხოლო მის მაგივრად შეიძლება იარაღით დაეხმარონ ქურთულ შეიარაღებულ ფორმირება “ფეშმერგებს“.

სამიტზე დღის წესრიგში დადგა უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საკითხიც, მაგრამ, ჯერ ჯერობით თავი შეიკავეს დახმარებისგანაც და მისი გაწევრიანებისგანაც.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსსენმა კი განაცხადა, რომ რუსეთის და IŞİD-ის წინააღმდეგ საჭირო ზომებს მიიღებენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები