დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი

უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება

65518
დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი



რუსეთის მომხრეები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის, რუსეთთან შეერთების ან უფლებების გაზრდის პირობით უკრაინის შემადგენლობაში დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილებას რეფერენდუმის შემდეგ მიიღებენ. კიევი და დასავლეთი კი რეფერენდუმს არალეგიტიმურად აცხადებენ.

ხმის მიცემის პორცესი დილით ადრე დაიწყო. საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩევლებს დასმული აქვთ შეკითხვა ”მხას უჭერთ თუ არა დონეცკისა და ლუგანსკის მმართველობების მიერ თვითმმართველობის განხორციელებას?”

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმმა უკრაინაში შესაძლოა ხალხის უმრავლესობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

ტურჩინოვმა დასძინა, რომ კიევი მზად არის ქვეყნის აღმოსავლეთიდან წარმომადგენლებს შეხდეს, თუმცა მაგიდას ტერორისტებთან ერთად არ მიუსხდებიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები