ჟენევაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ჟენევაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

2127853
ჟენევაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 28,3 გრადუსი ცელსიუსით აპრილის ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა.

შვეიცარიის მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის ფედერალურმა ოფისმა (MeteoSwiss) ჟენევაში ცხელი ამინდის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმა X -ზე პოსტი გაავრცელა.

მასში ეწერა, რომ გუშინ თერმომეტრებმა 28,3 გრადუსი ცელსიუსი აჩვენეს გარკვეული დროით და ქალაქში აპრილის ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა.

პოსტში ეწერა, რომ წინა რეკორდი 1934 წელში იყო დაფიქსირებული 27,7 გრადუსი ცელსიუსით.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას მთელ შვეიცარიაში ცხელი ამინდი იყო, კვირის დასაწყისიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.


საკვანძო სიტყვები: #მაღალი ტემპერატურა , #ჟენევა

მსგავსი ინფორმაციები