დიდ ბრიტანეთში 2009 წლის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

დიდ ბრიტანეთში 2009 წლის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

2128656
დიდ ბრიტანეთში 2009 წლის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

დიდ ბრიტანეთში 2009 წლის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა.

კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ახალი თაობას სიგარეტზე უსასრულო წვდომას აუკრძალავს, თემთა პალატამ გუშინ 383 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო. კანონპროექტის მიღებას 67 დეპუტატი შეეწინააღმდეგა.

ამგვარად, ქვეყანაში „თაობა თამბაქოს გარეშე“ შექმნის ინიციატივის ფარგლებში, 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულებს სიგარეტის მიყიდვა აეკრძალათ.

კანონის თანახმად, ბავშვები, რომლებსაც წელს 15 წელი შეუსრულდებათ, სიგარეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ იყიდიან.

ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) მონაცემებით, 2022 წლისთვის დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის 12,9 პროცენტი (6,4 მილიონი ადამიანი) თამბაქოს მოიხმარს.

ცნობისათვის, მსგავსი აკრძალვა მიღებულ იქნა ახალ ზელანდიაში, მაგრამ ის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ კანონის ძალაში შესვლამდე გააუქმა.



მსგავსი ინფორმაციები