აშშ, გაეროში ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსების ამკრძალავი რეზოლუციის წარდგენას გეგმავს

აშშ, გაეროში ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსების ამკრძალავი რეზოლუციის წარდგენას გეგმავს

2125471
აშშ, გაეროში ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსების ამკრძალავი რეზოლუციის წარდგენას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის პროექტის წარდგენას, რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებას.

თეთრი სახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, კანონპროექტს კენჭი ეყრება მომავალი კვირის დასაწყისში.

„რეზოლუციაზე კენჭისყრა შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, იმის გათვალისწინებით, რომ 1967 წელს გაფორმდა, შეთანხმება ქვეყნების საქმიანობის შესახებ კოსმოსში, მათ შორის მთვარისა და სხვა ციური სხეულების შესწავლასა და გამოყენებაში, მარეგულირებელი პრინციპების შესახებ. კონვენცია კრძალავს ბირთვული იარაღის და ნებისმიერი მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კოსმოსში. შეთანხმება მიიღო 130-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ისეთმა ძირითადმა აქტორებმა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი“, განაცხადა ჯონ კირბიმ.

კირბიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ გეგმავს კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას. ამიტომ, ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ რუსეთი მოაწერს ხელს ამ განკარგულებას“.



მსგავსი ინფორმაციები