KAAN-მა პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა

KAAN-მა პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა

2105248
KAAN-მა პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა

თურქეთის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავმა სახელწოდებით, KAAN-მა პირველი საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა.

თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) მხრიდან შემუშავებულმა საბრძოლო თვითმფრინავმა პირველი საფრენი ტესტები წარამატებით განახორციელა.

ცნობისათვის, KAAN-ის ნიშანდობლივი მახასიათებელია მისი ორმაგი ძრავა, მაღალი მანევრირება, დაბალი ხილვადობა რადარისთვის, იარაღის ტარების უნარი და ელექტრონული ომის შესაძლებლობა.

KAAN-ით თურქეთი თავის ადგილს დაიკავებს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ყავთ მე-5 თაობის მოიერიშე თვითმფრინავი.

ეროვნული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავს შესაძლებლობა ექნება სტრატეგიულად შეასრულოს ყველა სახის ოპერაცია საჰაერო და სახმელეთო სამიზნე.



მსგავსი ინფორმაციები