თუ ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას

თუ ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას

2074373
თუ ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას

თუ ერთ-ერთ მეუღლეს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას. CNN-ის ცნობით, მიჩიგანის, ემორისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევარებმა, 2015-2019 წლებში ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ინგლისში მცხოვრები საშუალო და უფროსი ასაკის დაქორწინებული წყვილები გამოიკვლიეს.

კვლევაში 1086 წყვილს ინგლისიდან, 3989 წყვილს აშშ-დან, 6514 წყვილი ჩინეთიდან და 22389 წყვილი ინდოეთიდან იღებდა მონაწილეობას. კვლევების დროს, 3 ცალკე არტერიული წნევის, თითოეული ინდივიდის სისტოლური და დიასტოლური წნევის საშუალო მაჩვენებელი გაიზომა.

კვლევაში მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ 140 და ზემოთ სისტოლური არტერიული წნევა და დიასტოლური წნევა 90 და ზემოთ, დადგინდა, რომ თუ ცოლ-ქმარს შორის ერთ-ერთს აქვს ჰიპერტენზია, ეს ზრდის მეორეში მისი გამოვლენის ალბათობას.

ამავე კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალი წნევა აშშ-სა და ინგლისში უფრო ხშირია, ვიდრე ჩინეთსა და ინდოეთში.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა „Journal of the American Health Association“-ში.



მსგავსი ინფორმაციები