TOGG-ი ევროპის გზებზე 2025 წელიდან გამოჩნდება

TOGG-ი ევროპის გზებზე 2025 წელიდან გამოჩნდება

2065515
TOGG-ი ევროპის გზებზე 2025 წელიდან გამოჩნდება

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილი (TOGG) ევროპის გზებზე 2025 წლიდან გამოჩნდება.

ქაჯირმა აღნიშნული განცხადება, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, წინასწარ შეკვეთილი 20 ათასი TOGG-ი მფლობელებს წლის ბოლომდე გადაეცემა.

„2024 წლის ბოლოსთვის TOGG-ი ევროკავშირში ექსპორტის ეტაპზე იქნება. 2025 წელს კი ევროპის გზებზე მზარდ რაოდენობას ვიხილავთ“, განაცხადა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა.    



მსგავსი ინფორმაციები