მყინვარების მოცულობა 10 პროცენტით შემცირდა

მყინვარების მოცულობა 10 პროცენტით შემცირდა

2043938
მყინვარების მოცულობა 10 პროცენტით შემცირდა

დადგინდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში შვეიცარიაში მყინვარების მოცულობა 10 პროცენტით შემცირდა.

შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის კრიოსფეროს კომისიამ განაცხადა, რომ შვეიცარიის ალპებში მყინვარების დნობა „სერიოზულად“ დაჩქარდა ნორმაზე მაღალი ტემპერატურისა და ნაკლები თოვლის გამო.

კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეიცარიაში, რომელსაც ევროპაში ყველაზე მეტი მყინვარი აქვს, 2022 და 2023 წლებში მათი მოცულობა 10 პროცენტით შემცირდა.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხოლოდ ორ წელიწადში იმდენი ყინული დაიკარგა, რამდენიც 1960-დან 1990 წლამდე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყინულის სერიოზული დნობა გამოწვეულია მყინვარებზე ძალიან ცოტა თოვლის მოსვლის და მზის პირდაპირი დასხივების გამო, ხოლო ივნისში დაფიქსირებულმა ექსტრემალურმა სიცხემ გამოიწვია თოვლის დნობა 2-4 კვირის განმავლობაში, ჩვეულებრივზე ადრე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიამ განიცადა თავისი „მეხუთე ყველაზე ცხელი ზაფხული“ მას შემდეგ, რაც ტემპერატურის გაზომვები დაიწყო 1864 წელს.



მსგავსი ინფორმაციები