სამხრეთ აფრიკაში ერისის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკელებს მოუწოდეს ჩაიტარონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

2025609
სამხრეთ აფრიკაში ერისის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ingiltere ambulans hastane kovid.jpg
maske.jpg

ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა ერისის (EG.5.1) შემთხვევა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ერისის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

განცხადებაში სამხრეთ აფრიკელებს მოუწოდეს ჩაიტარონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Eris-ის ვარიანტის შესახებ ანგარიში 9 აგვისტოს გამოაქვეყნა.

არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, Eris-ის მიერ გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი, სხვა არსებული Covid-19-ის ვარიანტების რისკის მსგავსად შეფასდა, როგორც „გლობალურად დაბალი“.

ასევე აღინიშნა, რომ ერისი, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს გლობალურად და გამოიწვიოს შემთხვევების ზრდა.

თავის მხრივ, ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში გამოთქვეს შეშფოთება Covid-19-ის ახალი ვარიანტის BA.6-ის შესახებ, რომელიც ახლახან ნახეს დანიაში დაფიქსირდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ტრიშა გრინჰალგმა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან  კრისტინა პეგელმა სოციალურ მედიაში შეაფასეს ისრაელსა და დანიაში აღმოჩენილი ომიკრონის ქვევარიანტი BA.6.

პეგელმა თქვა, რომ ახალ ვარიანტს აქვს მეტი მუტაცია, ვიდრე სხვა Omicron-ის ვარიანტის ქვეტიპებს და დაამატა: „ამას პოტენციურად შესაძლოა უფრო დიდი ტალღა გამოიწვიოს“.

გრინჰალგმა ასევე თავის პოსტში აღნიშნა: ”რაც მე მესმის მცირე დეტალიდან, როგორც ჩანს, დროა კიდევ ერთხელ გავიკეთოთ ნიღაბი“.

ბრიტანულ Daily Mail-თან საუბრისას, ლიდსის უნივერსიტეტიდან სტივენ გრიფინმა განაცხადა, რომ BA.6 სიმბოლოა ყველაზე დიდი ცვლილებისა Covid-19-ში. "შეგეშინდეთ, თუ ის გავრცელებას დაიწყებს“. - გააკეთა გაფრთხილება მან.

უორვიკის უნივერსიტეტიდან ლოურენს იანგმა განაცხადა, რომ ომიკრონის ქვესახეობა აგრძელებს გავრცელებას მთელს მსოფლიოში და გასაკვირი არ იქნება, თუ უფრო ძლიერი ვარიანტი გამოჩნდება.

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან პოლ ჰანტერმა კი სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტი არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ეპიდემიას და ნიღაბი მხოლოდ უფრო მგრძნობიარე ორგანიზმის მქონე ჯგუფებს ურჩია.


საკვანძო სიტყვები: #ერისი , #კოვიდ-19 , #სამხრეთ აფრიკა

მსგავსი ინფორმაციები