3 ივლისს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ცხელი დღე იყო

3 ივლისს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ცხელი დღე იყო

2007065
3 ივლისს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ცხელი დღე იყო

3 ივლისს მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე ცხელი დღე იყო

3 ივლისი, როდესაც გლობალური საშუალო ტემპერატურა 17,01 გრადუსი იყო, დაფიქსირდა, როგორც ყველაზე ცხელი დღე მსოფლიოში.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის გარემოს დაცვის ეროვნული ცენტრის (NCEP) მონაცემებით, 3 ივლისს დაფიქსირებულმა რეკორდულმა ტემპერატურამ 2016 წლის აგვისტოში გაზომილ 16,9 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა.

ამ პერიოდში, როდესაც ადამიანის საქმიანობის გამო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ექსტრემალური სიცხის ტალღები მთელ მსოფლიოში ახდენს გავლენას, 3 ივლისი იყო ყველა დროის ყველაზე ცხელი დღე.

ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო კვირების განმავლობაში სითბოს ტალღის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ჩინეთი კი ებრძვის მაღალ სიცხეებს, რომელმაც 35 გრადუსს გადააჭარბა. ინდოეთში ძლიერმა სიცხემ 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ირანის ოფიციალური სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქალაქ ზეჰეკსა და ჰირმენდში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ელ-ნინოს პირობების დაწყება გამოაცხადა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ ელ ნინო დააჩქარებს გლობალური ტემპერატურის ზრდას, აღნიშნულია, რომ ამინდის პირობებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე დაზარალდება და ადრე გაფრთხილების სისტემები გადამწყვეტია სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #ყველაზე ცხელი დღე , #3 ივლისი

მსგავსი ინფორმაციები