არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნა

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნა

1917813
არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნა

არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსური ხომალდი სახელად "რაშიდი" მთვარეზე სადამკვირვებლო მიზნით გაიგზავნა.

ამრიგად, არაბთა გაერთიანებული საემიროები  გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ოფიციალური სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების კოსმოსური ხომალდი „რაშიდი“ აშშ-ს ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის ბაზიდან ამერიკული კოსმოსური ხომალდის და რაკეტების მწარმოებელი SpaceX-ის რაკეტით  Falcon 9 გაუშვეს.

ინფორმაციის თანახმად, კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაახლოებით 5 თვეში მიაღწევს.

კოსმოსური ხომალდის გაშვების თარიღი, რომელიც არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა სადამკვირვებლო მიზნით 30 ნოემბერს გააგზავნა, ორჯერ გადაიდო.

აღინიშნა, რომ კოსმოსური ხომალდი შეასრულებს დავალებებს, როგორიცაა მთვარის გეოლოგიური სტრუქტურის, ქანების, პლაზმის, მტვრის, მთვარის ნიადაგის კვლევა და მონაცემთა შეგროვება ახალი ტექნიკის შემუშავებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები