„აბდულჰამიდ ჰანმა" ხმელთაშუა ზღვაში ბურღვითი სამუშაოები დაიწყო

„აბდულჰამიდ ჰანმა" ხმელთაშუა ზღვაში ბურღვითი სამუშაოები დაიწყო

1914910
„აბდულჰამიდ ჰანმა" ხმელთაშუა ზღვაში ბურღვითი სამუშაოები დაიწყო

თურქეთის საბურღი გემებიდან, „აბდულჰამიდ ჰანმა" ხმელთაშუა ზღვაში Taşucu-1-ის ჭაბურღილში  ბურღვითი სამუშაოები დაიწყო. თურქეთის ნავთობის კორპორაციამ (TPAO) საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აბდულჰამიდ ჰანის სახელწოდების საბურღმა გემმა ხმელთაშუა ზღვაში, Tasucu-1-ის ჭაბურღილში საბურღი სამუშაოები დაიწყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დამოუკიდებელი ენერგიის და ძლიერი თურქეთის მიზნისთვის“.

ცნობისათვის, თურქეთის მე-4 საბურღი გემი, აბდულჰამიდ ჰანი 238 მ სიგრძისა და 42 მ სიგანისაა. აბდულჰამიდ ჰანის 200 კაციან გუნდს შეუძლია ბურღვა 12 200 მ სიღრმეზე.



მსგავსი ინფორმაციები