მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ დღემდე 26 ადამიანი დაიღუპა

მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ დღემდე 26 ადამიანი დაიღუპა

1892562
მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ დღემდე 26 ადამიანი დაიღუპა

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ 26 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ბოლო ვითარება შეაფასა.

”ჯერ-ჯერობით, ჯანმო-ს შეატყობინებს 26 გარდაცვალების და 70,000-ზე მეტი შემთხვევის ფაქტი.” განაცხადა გებრეისუსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გლობალური შემთხვევების რაოდენობის კლება გრძელდება, მაგრამ მატება შეინიშნება ამერიკის კონტინენტის ბევრ ქვეყანაში.

გებრეისუსმა დასძინა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ „გლობალური საგანგებო მდგომარეობა“ ისევ გრძელდება, როგორც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) და მოუწოდა ქვეყნებს გაზარდონ ტესტირებისა და დაკვირვების შესაძლებლობები.


საკვანძო სიტყვები: #მაიმუნის ყვავილი

მსგავსი ინფორმაციები