ირანში SU-22 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა
ირანში ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა რევოლუციური გვარდიის არმიის ავიაციის ძალების SU-22 ტიპის გამანადგურებელი
1881491
ირანის ჰორმუზგანის პროვინციაში ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა რევოლუციური გვარდიის არმიის (DMO) ავიაციის ძალების SU-22 ტიპის გამანადგურებელი.
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, DMO-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების განცხადებაში ნათქვამია, რომ საავიაციო ძალების კუთვნილი SU-22 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის მისიის შესრულებისას ტექნიკური გაუმართაობის გამო პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული ტერიტორიის გარეთ გაიყვანა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მსგავსი ინფორმაციები
ევროპარლამენტმა ნარჩენების შესამცირებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
ევროპარლამენტმა ნარჩენების შესამცირებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა