ბირთვული მოლაპარაკებების დრო იწურება

მხარეებს შეთანხმებაში დაბრუნებისთვის რამდენიმე კვირაღა დარჩათ

1771549
ბირთვული მოლაპარაკებების დრო იწურება

 

აშშ-მა განაცხადა, რომ ისინი ახლა იმყოფებიან ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე და თუ ირანი ამ რამდენიმე კვირაში არ დაუბრუნდება შეთანხმებას, მაშინ მომავალში ამ შეთანხმებაში დაბრუნება უკვე მთლიანად შეუძლებელი გახდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტელეკონფერენციის საშუალებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი და P5+1 ქვეყნები (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია) შეთანხმდნენ 2015 წელს ხელმოწერილ სამოქმედო ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმაზე (OKEP), რათა თავიდან აიცილონ ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის წარმოება. ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან, მაგრამ  ირანის მხრიდან   ბირთვული საქმიანობის გაგრძელების გამო ეს პროცესი იწურება. “ბირთვულ საქმიანობაში ირანის პროგრესის ტემპის გათვალისწინებით, შეთანხმებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირაღა გვაქვს დარჩენილი. ამ მომენტის შემდეგ კი, სამწუხაროდ, შეუძლებელი იქნება ირანის OKEP-ში დაბრუნება და მისთვის სხვა შეღავათების აღდგენაც. აშშ-ი მზადაა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ირანისათვის სანქციების მოსახსნელად და აშშ-ის შეთანხმებაში დაბრუნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს საპასუხო ნაბიჯების გაძლიერება, რაც ზეწოლის კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ნიშნავს" - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.



მსგავსი ინფორმაციები