კალიფორნიაში გაჟონილი ნავთობის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

რეგიონში პლაჟები და თევზის მეურნეობები დროებით დაიხურა

1714897
კალიფორნიაში გაჟონილი ნავთობის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

 

აშშ-ის კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე ნავთობის გაჟონვის გამოვლენისა და გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. რეგიონში პლაჟები და თევზის მეურნეობები დროებით დაიხურა. ადგილობრივი  ხელისუფლების განცხადებით, მართალია ნავთობის გაჟონვა შეწყდა, მაგრამ მისი მიზეზებისა და წყაროს დასადგენად მუშაობას აგრძელებენ. ამავე განცხადებაში ისინი ადგილობრივ მცხოვრებლებს ურჩევენ, თავი აარიდონ ოკეანის წყალთან კონტაქტს. ჰენტინგტონ-ბიჩის მერმა კიმ კარმა განაცხადა, რომ 3000 ბარელზე მეტი (409 ტონა) ნედლი ნავთობი იყო გავრცელებული 33 კვადრატული კილომეტრის ფართობზე და მის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას იღებს 14 გამწმენდითი გემი, რომლებმაც უკვე გაასუფთავეს 70 ბარელზე მეტი ნავთობი და შეიქმნა 1.5 კილომეტრიანი დამცავი ბარიერი, რათა თავიდან იქნას აცილებული გაჟონვის გავრცელება



მსგავსი ინფორმაციები