კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად  17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად  17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

1707225
კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად  17,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დაწყების დღიდან, 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებში.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათასზე მეტი.

IFRC-მ  კლიმატის ცვლილებისა და კოვიდ-19-ის ეფექტების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც  ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ეპიდემიამ საზოგადოებები უფრო დაუცველი გახადა კლიმატის კრიზისის მიმართ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 681 მილიონზე მეტი ადამიანი ექვემდებარებოდა ექსტრემალურ ტემპერატურას, ხოლო კოვიდ-19 ეპიდემიის დაწყებიდან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა დააზარალა 139,2 მილიონი ადამიანი და დაიღუპა 17 ათას 242.


საკვანძო სიტყვები: #კატასტროფები , #კლიმატი

მსგავსი ინფორმაციები