ციმბირში, 24 ათასი წლის ასაკის არსება აღმოაჩინეს

მისი სიცოცხლის ფუნქციები არსებობას აგრძელებენ

1653980
ციმბირში, 24 ათასი წლის ასაკის არსება აღმოაჩინეს

რუსეთის ციმბირის რეგიონში, გაყინული ნიადაგის ფენაში, მრავალუჯრედიანი მიკროსკოპული არსება აღმოაჩინეს, რომელიც მთელი 24 ათასი წელია რაც ცხოვრობს. პუშჩინოს სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განცხადებით, მათმა მკვლევარებმა, ციმბირის გაყინული ნიადაგის ნიმუშში აღმოაჩინეს მიკროსკოპული არსება სახელწოდებით "Bdelloid rotifer"-ი. გაბურღვის შედეგად აღებულ ნიმუშში აღმოჩენილი გაყინული მრავალუჯრედიანი ორგანიზმის შესწავლით, რუსმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ არსების სიცოცხლის ფუნქციები ჯერ კიდევ გრძელდება. მეცნიერებმა ამ არსების ასაკის დასადგენად რადიო-ნახშირბადის მოწინავე ტესტები გამოიყენეს და დარწმუნდნენ, რომ ეს არსება 24 ათასი წლის ასაკის არის. კვლევითი ჯგუფის უფროსმა სტას მალავინმა განაცხადა, რომ ეს კვლევა ძალზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ მრავალუჯრედიან არსებებს, კრიპტობიოზში შეუძლიათ ათიათასობით წელი ცხოვრება



მსგავსი ინფორმაციები