თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

გემი „ბარბაროს ჰაიერთთინ ფაშა“  აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩაატარებს სამუშაოებს

1464115
თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა

თურქეთმა ახალი NAVTEX-ი გამოაცხადა.

ახლად გამოცხადებული NAVTEX- ით გემი „ბარბაროს ჰაიერთთინ ფაშა“  აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩაატარებს სამუშაოებს.

NAVTEX-ი მოიცავს 28 ივლისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდს.

თურქეთმა, ახალი NAVTEX- ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თავისი მტკიცე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გამოუცხადა მსოფლიოს.

თურქეთმა 21 ივლისს NAVTEX-ი კუნძულ მეისის რეგიონის შესახებ გამოაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეისმური კვლევითი გემი „ორუჩ რეისი“ ბურღვით სამუშაოებს ჩაატარებს კუნძულ მეისის სამხრეთით და აღმოსავლეთით.

რა არის Navtex?

Navtex-ი არის საკომუნიკაციო მოწყობილობის სისტემა, რომელიც მეზღვაურებს აწოდებს ინფორმაციას მეტეოროლოგიის პროგნოზების, სამოგზაურო ცნობების, გადაუდებელი მდგომარეობის, უსაფრთხოების და ზღვაზე სამუშაოების შესახებ. ქვეყნების საზღვაო ძალები, ზღვებში ჩასატარებელი ტრენინგებისა და წვრთნების შესახებ ამ გზით ავრცელებენ ინფორმაციას და იძლევიან გაფრთხილებას, რომ არ შევიდნენ ამ არეალებში.



მსგავსი ინფორმაციები