შესაძლოა ხელნაკეთმა ნიღბებმა და შარფებმაც ხელი შეუშალონ კოვიდი-19-ის გავრცელებას

შესაძლოა ხელნაკეთმა ნიღბებმა და შარფებმა ასევე ხელი შეუშალონ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას

1421299
შესაძლოა ხელნაკეთმა ნიღბებმა და შარფებმაც ხელი შეუშალონ კოვიდი-19-ის გავრცელებას

შესაძლოა ხელნაკეთმა ნიღბებმა და შარფებმა ასევე ხელი შეუშალონ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდი-19) გავრცელებას.

Sky News– ის ინფორმაციის თანახმად, ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეამოწმეს სახის დამცავი სხვადასხვა სახის მასალები, როგორიცაა ქირურგიული ნიღბები, რესპირატორები, მსუბუქი და გამძლე სახის ფარები და ხელნაკეთი ნიღბები.

მეცნიერებმა ტესტირების დროს ადამიანის სუნთქვის ან ხველების დროს გამოყოფილი ნაწილაკების მიერ გავლილი მანძილის და მიმართულების გასაზომად  კომპიუტერული ტექნოლოგია გამოიყენეს.

ჩატარებული ტესტირებით დადგინდა, რომ ნიღბები, რომლებსაც სარქველი არ აქვთ, სუნთქვით ვირუსის გავრცელებას 90%-მდე ამცირებს.

ამ წერტილში გამოჩნდა, რომ ყველა პირბადე, მათ შორის ხელნაკეთი ნიღბები და შარფებიც, ეფექტურია კოვიდ -19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.


საკვანძო სიტყვები: #ხელნაკეთი , #შარფი , #ნიღაბი , #პირბადე

მსგავსი ინფორმაციები