ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

1376804
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

გებრეიუსის განცხადებით, ჩინეთის გარდა ორ კვირაში კოვიდ-19 შემთხვევების რაოდენობა 13-ჯერ და დაზარალებული ქვეყნების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და კოვიდ -19-ის „პანდემია“ გამოაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო 24 საათის განმავლობაში აფასებს ეპიდემიას, ისინი ღრმად შეშფოთებულები არიან ვირუსის გავრცელებისა და სიმძიმის გამო და რომ ვირუსის წინააღმდეგ საკმარისად არ ხდება მოქმედება.

”ამის გამო ჩვენ გავაკეთეთ შეფასება, რომ კოვიდ -19 შეიძლება პანდემიად ჩაითვალოს.”- განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანმო-მ ჩინეთში დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო 30 იანვარს "საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

ორგანიზაციამ ბოლოს 2009 წელში "პანდემია" H1N1 ვირუსის გამო გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები