ინდოეთმა მორიგი საკომუნიკაციო თანამგზავრი გატყორცნა

იგი წარმატებით განლაგდა ორბიტაზე

1342639
ინდოეთმა მორიგი საკომუნიკაციო თანამგზავრი გატყორცნა

 

საკომუნიკაციო სატელიტი GSAT-30, რომელსაც ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაცია (ISRO) გეგმავს გამოიყენოს მაღალი ხარისხის სატელევიზიო, სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო მომსახურებისთვის, წარმატებით განლაგდა ორბიტაზე. ISRO–დან გავრცელებული წერილობით განცხადებით, საკომუნიკაციო სატელიტი GSAT-30, საფრანგეთის გვიანადან, ადგილობრივი დროით 02.35 საათზე, არიანე-5 რაკეტით იქნა გატყორცნილი. ამავე  განცხადებაში ნათქვამია, რომ 3357 კილოგრამი წონის ეს თანამგზავრი, მაღალი ხარისხის სატელევიზიო, სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო მომსახურებას გასწევს და იგი ორბიტაზე 15 წლის განმავლობაში დარჩება



მსგავსი ინფორმაციები