გუშინ თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ჩატარდა

თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით დედაქალაქ ანკარაში ჩატარდა

1322663
გუშინ თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ჩატარდა

თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით დედაქალაქ ანკარაში ჩატარდა.

კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების განყოფილებების მიერ გამოყენებული ადგილობრივი და ეროვნული სისტემების გასანახლებად ელექტრონულ ომთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან, კომუნიკაციასთან, იარაღთან, საბრძოლო მასალასთან და სხვადასხვა პლატფორმასთან დაკავშირებულ პროექტებზე გადაწყვტილებები იქნა მიღებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის მრეწველობაში მიმდინარე მოვლენები და დღის წესრიგში ჩააყენეს თურქეთის თავდაცვის მრეწველობის მიერ შექმნილი და წარმოებული ბევრი პროდუქცია, რომელსაც თურქეთის შეიარაღებული ძალები ბოლო დროინდელ ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ დიდი წარმატებით წარმოებულ ოპერაციებში იყენებს და ხაზი გაუსვეს ადგილობრივი და ეროვნული თავდაცვის მრეწველობის მნიშვნელობასა და ფასეულობას.

„ჩვენი ადგილობრივი და ეროვნული პროდუქციის პერფორმანსის გათვალისწინებით; კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრია, გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესების საკითხზე დამოუკიდებლად მოქმედების სიმტკიცეზე. თურქეთი მტკიცედ გააგრძელებს სვლას სრულად დამოუკიდებელი თავდაცვის მრეწველობისკენ მიმავალ გზაზე“-ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები