SpaceX- მა სკს-ზე სატვირთო თანამგზავრი გააგზავნა

მან ასტრონავტებს საშობაო საჩუქრებიც წაუღო

1318697
SpaceX- მა სკს-ზე სატვირთო თანამგზავრი გააგზავნა

 

აშშ-ის საჰაერო და კოსმოსური კვლევის სააგენტოს, NASA/ნასას განცხადებით, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსური ბაზიდან გატყორცნეს SpaceX-ის კუთვნილი დრაკონის სატვირთო თანამგზავრი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩაიტანს ნორმალური თაგვების კუნთებზე ორჯერ უფრო მეტი კუნთების მქონე "სუპერ თაგვებს" და ეს თანამგზავრი გატყორცნილ იქნა საკუთარი წარმოების Falcon 9 ტიპის რაკეტის გამოყენებით. ეს გატყორცნა გუშინწინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, იგი ძლიერი ქარის გამო გადაიდო. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩასატან 3 ტონა ტვირთს შორის არის ასევე კუნთების ექსპერიმენტებისთვის საჭირო ე.წ. სუპერთაგვებიც, რომელთა კუნთები, ჩვეულებრივ თაგვებზე ორჯერ უფრო მეტია, ასევე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, ლუდის  ფერმენტაციისათვის საჭირო ქერის მარცვლები და საშობაო საჩუქრები სკს-ზე მყოფი 6 ასტრონავტისთვის." შატლის უკან, დედამიწაზე დაბრუნებას, სავარაუდოდ კვირას ელიან. ეს არის რიგით მე -19 სატვირთო ტრანსპორტი, რომელიც SpaceX- მა სკს-ზე გააგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები