პირველი ჩინური ყინულმჭრელი ზღვაში გავიდა

იგი ანტარქტიდას გამოიკვლევს

1288554
პირველი ჩინური ყინულმჭრელი ზღვაში გავიდა

 

ჩინური წარმოების პირველი ყინულმჭრელი გემი სახელწოდებით "Xue Long 2" (ყინულის ურჩხული-2),  პირველ რეისზე გავიდა და გეზი ანტარქტიდისაკენ აიღო. მასზე ეკიპაჟის 413 წევრია და ყინულმჭრელი  ჩინეთის 36-ე ანტარქტიდის ექსპედიციას გაუძღვება. 22 ოქტომბერს ეს გემი შანხაის პორტში შევა და საწვავით მომარაგების შემდეგ ჯერ წყნარ ოკეანეში, აქედან კი ანტარქტიდაზე გადავა, სადაც მთელი ზამთრის განმავლობაში დარჩება და ქვეყანაში მხოლოდ  2020 წლის მარტში დაბრუნდება. ჩინეთს კიდევ ერთი ყინულმჭრელი გააჩნია, მაგრამ, იგი 1993 წელს უკრაინაშია დამზადებული



მსგავსი ინფორმაციები