ათათურქი აეროპორტში 2019 წლის  „ტექნოფესტი“ დაიწყო

„ტექნოფესტ“-ი 22 სექტემბრამდის გაგრძელდება

1270880
ათათურქი აეროპორტში 2019 წლის  „ტექნოფესტი“ დაიწყო

თურქეთის პირველი ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალის „ტექნოფესტ“-ი დღეს,   სტამბოლში ათათურქის  აეროპორტში დაიწყო და 22 სექტემბრამდის გაგრძელდება. თურქეთის ტექნოლოგიის გუნდის ფონდის (T3)  და მრეწველობის და ტექნოლოგიების სამინისტროს ეგიდით გამართულ  ტექნოფესტის ფარგლებში,  თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯილდოს  (3 მილიონი ლირა) ტექნოლოგიურ შეჯიბრებებთან ერთად, სხვადასხვა სემინარები, საერთაშორისო ინიციატივის სამიტი და მრავალი  აქტივობებიც გაიმართება. მიმდინარე წლის ტექნოფესტის  თემა „ტექნოლოგია კაცობრიობის სასარგებლოდ“ გახლავთ, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური ინტელექტები, უპილოტო წყალქვეშა სისტემები, მფრინავი მანქანები, უპილოტო საფრენი აპარატები  და სხვა მრავალი სახეობის ტექნოლოგიები გამოიფინება. ფესტივალში 122 ქვეყნის და თურქეთის 81 ოლქის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ფესტივალზე ასევე მონაწილეობას იღებენ თურქეთის საავიაციო თვითმფრინავები, რუსული Su-30, Su-35, MC-21-ის ტიპის საბრძოლო, სამგზავრო და ხანძრის ჩამქრობი თვითმფრინავები. ტექნოფესტის ფარგლებში პარაშუტით დაშვების ჩვენებები  და კონცერტებიც გაიმართება.  



მსგავსი ინფორმაციები