რუსული S-400, ამერიკულ პატრიოტს სჯობია

ამის შესახებ ინდოელმა და პაკისტანელმა სპეციალისტებმა განაცხადეს

1224770
რუსული S-400, ამერიკულ პატრიოტს სჯობია

 

ინდოელი და პაკისტანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ დამზადებული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო უკეთესი არჩევანია, ვიდრე ამერიკული პატრიოტები. ამის შესახებ განაცხადეს თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-სთან საუბარში ინდოეთის საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის მოადგილემ  კაპილ კაკმა და პაკისტანის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა დირექტორმა ეჰშანულ ჰაკმა. მათივე თქმით, აშშ-ი თავის ეროვნულ ინტერესებს ძალით ახვევს თავს სუვერენულ ქვეყნებს, რაც საფრთხეს უქმნის მათ სტრატეგიულ დამოუკიდებლობასაც. კაკის აზრით, რუსული S-400 სისტემები, სარადარო კვლევისა და სკანირების, სიმაღლის თუ მოცულობის პარამეტრებით, მთელს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო თავდაცვის სისტემას წარმოადგენს. ეჰშანულის აზრით კი, ინდოეთმაც და თურქეთმაც სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ და არ უნდა დაემორჩილონ ამერიკის ზეწოლებს. "S-400 საკითხში ამერიკის ადმინისტრაციამ უნდა იპოვოს დიპლომატიური გამოსავალი და უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირები", განაცხადა ეჰშანულმა



მსგავსი ინფორმაციები