გვალვა და უწყლობა სოფლის მეურნეობას ვეღარ შეაშინებს

"ეკობოქსის" სისტემა ხელს შეუწყობს  უწყლო სოფლის მეურნეობის განვითარებას

1197603
გვალვა და უწყლობა სოფლის მეურნეობას ვეღარ შეაშინებს

 

თურქი ახალგაზრდების ახალი გამოგონება უზრუნველყოფს უწყლო სოფლის მეურნეობის განვითარებას. ცენტრალური ანატოლიის კონიის ოლქი ცნობილია გვალვებით და სარწყავი არხების უკმარისობით და აი ადგილობრივმა სამმა ახალგაზრდამ, სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შეიმუშავა ე.წ. "ეკობოქსის" სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა უწყლო სოფლის მეურნეობის განვითარებას, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის საქმეში. ამ სისტემით, ერთის მხრივ ხის ნერგები და ბოსტნეულის ჩითილები თუ თესლები იზრდებიან მხოლოდ 16 ლიტრი წყლის გამოყენებით, ხოლო მეორეს მხრივ, ამ სისტემით გაზრდილი ფესვები, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ეს იქნება უდაბნოში, გვალვიან თუ ქვიან-მთიან ადგილებში, აღწევენ მიწის სიღრმეში არსებულ წყალს. მიღებული ინფორმაციებით ამ სისტემაზე უკვე საზღვარგარეთიდანაც დიდი მოთხოვნებია



მსგავსი ინფორმაციები