ქალი 27 წლიანი კომიდან გამოვიდა
ქალი 27 წლიანი კომიდან გამოვიდა
გერმანიაში ავტოავარიის შედეგად კომაში ჩავარდნილი წარმოშობით არაბთა გაერთიანებული საამიროს მოქალაქე ქალი 27 წლის შემდეგ გონს მოვიდა. ნიუ-იორკ ტაიმზი-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროს მოქალაქე, მუნირა აბდულა 1991 წელს 32 წლის ასაკში გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავტოავარიის შედეგად კომაში ჩავარდა. 27 წლის განმავლობაში მიუნხენში ერთ-ერთ კერძო საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მუნირა აბდულა გონს მოვიდა. მუნირა აბდულას შვილი, ომარ ვებაირი ავარიის დროს ოთხი წლის იყო და დედასთან ერთად ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა. ომარმა დედის კომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დედა გონს მოვიდოდა, ამიტომ იგი ერთი წუთითაც კი არ მიმიტოვებია. ომარი ამჟამად 32 წლისაა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მუნირა აბდულას ექიმმაც და აღნიშნა, რომ ადამიანი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში კომაში რჩება და შემდეგ გონს მოდის, უიშვიათესი შემთხვევაა.