ჩინეთის კონტროლიდან გამოსული კოსმოსური სადგური ატმოსფეროში შემოვიდა

გაკეთებული განცხადების თანახმად, კოსმოსური სადგურის დიდი ნაწილი დაიწვა და დანაწევრდა

942290
ჩინეთის კონტროლიდან გამოსული კოსმოსური სადგური ატმოსფეროში შემოვიდა

ჩინეთის კონტროლიდან გამოსული კოსმოსური სადგური ატმოსფეროში შემოვიდა.

გაკეთებული განცხადების თანახმად, კოსმოსური სადგურის დიდი ნაწილი დაიწვა და დანაწევრდა.

ჩინეთის კოსმოსური ინჟინერიის ოფისში (CMSEO) გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწის ატმოსფეროში ადგილობრივი დროით 8.15 საათზე შემოვიდა და ჩამოვარდნის ადგილი სამხრეთ წყნარი ოკეანე იქნება.

კოსმოსური სადგური, რომლის სიგრძეც 10,4 მეტრი და წონა 8,5 ტონა იყო ატმოსფეროში შემოსვლისას დიდწილად დაიწვა.

ჩინეთის მიერ 2011 წლის 29 სექტემბერს გატყორცნილმა კოსმოსურმა სადგურმა მისია 2016 წელში დაასრულა. ამ კოსმოსურმა სადგურმა დიდი წვლილი შეიტანა ჩინეთის კოსმოსურ სამუშაოებში.  

ჩინელი უფლებამოსილების მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ კოსმოსური სადგურის არც ერთი ნაწილის მიწამდე ჩამოღწევას არ ელოდებიან.

 


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #კოსმოსური სადგური

მსგავსი ინფორმაციები